ჩვენს შესახებ
2018 წლიდან „მილლენნიუმ გრუპ სიენქეი“ წარმატებით პოზიციონირდება, როგორც სანდო და სტრატეგიული პარტნიორი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უძრავი ქონების შეძენა- რეალიზაციით საქართველოსა და ისრაელის ბაზრებზე.
კომპანიის მიერ განხორციელებულმა წარმატებულმა პროექტებმა საფუძველი ჩაუყარა სამშენებლო მიმართულების განვითარებას და შეიქმნა „მილლენნიუმ დეველოპმენტი“ — ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია გამორჩეული საცხოვრებელი და კომერციული პროექტების შექმნაზე, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის სამშენებლო პრაქტიკის დაცვით.
ჩვენი საქმიანობის ცენტრში ყოველთვის დგას კლიენტი. თითოეული პროექტი იგეგმება სიღრმისეული ანალიზისა და დეტალური დაგეგმარების საფუძველზე, რათა შევქმნათ ჰარმონიული, ფუნქციური და ესთეტიკურად დახვეწილი სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ ხშირად აღემატება კიდეც ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებს.
სამშენებლო საქმიანობის პარალელურად, „მილლენნიუმ გრუპ სიენქეი“ სთავაზობს კლიენტებს საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებას კერძო, კომერციული და საინვესტიციო უძრავი ქონების, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ნაკვეთების მიმართულებით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს საუკეთესო პირობების შერჩევასა და მაქსიმალური სარგებლის მიღებას დინამიკურ და კონკურენტულ ბაზარზე.
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის პროგრესული ხედვა და სტრატეგიული მიდგომა — თითოეული კლიენტისთვის იქმნება ინდივიდუალურად მორგებული საინვესტიციო მოდელი, რომელიც სრულად შეესაბამება მათ მიზნებს, რისკებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს მაღალ მომგებიანობასა და გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალს.
ვიზიტის დაგეგმვა
მოითხოვეთ შეხვედრა და ჩვენი აგენტი მალე დაგიკავშირდებათ